12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

0 2019-04-22
12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ზაფხულში არაერთი ტოპ-ფეხბურთელი შესაძლოა სხვა გუნდში სრულიად უფასოდ გადავიდეს.

ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ცნობილი პორტალის, Transfermarkt-ის მიხედვით არის მითითებული.

გარი კეჰილი ("ჩელსი", 33 წლის)


"ჩელსიში" მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, კეჰილმა ძირითადში ადგილი საბოლოოდ დაკარგა. მისი დარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება.

სტატისტიკა ამ სეზონში: 7 მატჩი

წასვლის ალბათობა: 99%

შესაძლო ვარიანტები: პრემიერ ლიგის და სერია ა-ს საშუალო დონის გუნდები, "მონაკო", ჩემპიონშიპის ლიდერები

სატრანსფერო ღირებულება: 10 მილიონი ევრო

ვინსანტ კომპანი ("მანჩესტერ სიტი", 33 წლის)


ხშირი ტრავმების გამო, მისი წასვლის შესაძლებლობა პეპ გვარდიოლამაც არ გამორიცხა. თუმცა, თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ "სიტიში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 21 მატჩი, 1 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 5%

შესაძლო ვარიანტები: "მანჩესტერ სიტი"

სატრანსფერო ღირებულება: 10 მილიონი ევრო

ჯეიმს მილნერი ("ლივერპული", 33 წლის)


ინგლისელი მეორე ახალგაზრდობას განიცდის და "ლივერპულის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უცნაურია, თუ რატომ წელავენ მერსისაიდელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. დიდი ალბათობით, ის გუნდში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩება.

სტატისტიკა ამ სეზონში: 39 მატჩი, 6 გოლი, 7 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 5%

შესაძლო ვარიანტები: "ლივერპული"

სატრანსფერო ღირებულება: 15 მილიონი ევრო

ოლივიე ჟირუ ("ჩელსი", 32 წლის)


"ჩელსის" გმირი ევროთასებზე (ერთადერთი ფეხბურთელი ლეო მესის გარდა, ვინც ამ სეზონში ევროტურნირებზე 10 გოლი გაიტანა), რომელსაც სათამაშო დრო არ ჰყოფნის. მიუხედავად კარგი შედეგიანობისა, მაურიციო სარი მას მუდმივ სასტარტო შემადგენლობის წევრად მაინც არ მოიაზრებს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 39 მატჩი, 12 გოლი, 8 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 60%

შესაძლო ვარიანტები: "ჩელსი", ლიგა 1-ს გუნდები

სატრანსფერო ღირებულება: 15 მილიონი ევრო

დიეგო გოდინი ("ატლეტიკო", 33 წლის)


ბევრი ევროპული გამოცემის ცნობით, მისი ტრანსფერი "ინტერში" უკვე თითქმის 100%-ით შეთანხმებულია. ურუგვაელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 34 მატჩი, 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 90%

შესაძლო ვარიანტები: "ინტერი"

სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო

ექტორ ერერა ("პორტუ", 29 წლის)


მექსიკელის "პორტუდან" შესაძლო წასვლაზე ყოველ ზაფხულს იწერება. თუმცა, ის "დრაკონების" ღირსებას უკვე ექვსი წელია, საკმაოდ წარმატებით იცავს. სიტუაცია შესაძლოა წელს შეიცვალოს, როდესაც მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

სტატისტიკა ამ სეზონში: 49 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 80%

შესაძლო ვარიანტები: "რომა", "ინტერი", "მილანი", "ატლეტიკო"

სატრანსფერო ღირებულება: 22 მილიონი ევრო

დანიელ სტარიჯი ("ლივერპული" 29 წლის)


თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა ტრავმებმა ჩააშხამა. ბოლო პერიოდში ის იურგენ კლოპის გეგმებში არ შედის და გერმანელი მის ნაცვლად უფრო ხშირად დივოკ ორიგის ენდობა.

სტატისტიკა ამ სეზონში: 24 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 90%

შესაძლო ვარიანტები: საშუალოზე ძლიერი გუნდები

სატრანსფერო ღირებულება: 15 მილიონი ევრო

მარიო ბალოტელი ("მარსელი", 28 წლის)


იტალიელი ფრანგულ ჩემპიონატში წარმატებულად ასპარეზობას აგრძელებს, მაგრამ, რთული სათქმელია, რა მოუნდება მარიოს ამჯერად. თავიდან, მან "ბორდოს" მცველს ცხვირი გაუტეხა და 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, შემდეგ კი, თვის საუკეთესოდ დასახელდა.

სტატისტიკა ამ სეზონში: 21 მატჩი, 7 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 50%

შესაძლო ვარიანტები: რთული სათქმელია, რა მოუვა თავში ბალოტელის

სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი ევრო

დავიდ ლუისი ("ჩელსი", 31 წლის)


მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერა და ვერ თანხმდებიან.

სტატისტიკა ამ სეზონში: 43 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 40%

შესაძლო ვარიანტები: "ჩელსი"

სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო

ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი", 30 წლის)


ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას იანვარშივე აპირებდა, მაგრამ გუნდი მას 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, ხუანს კი უფრო გრძელვადიან თანამშრომლობაზე სურდა ხელის მოწერა. საბოლოოდ, მან სხვა გუნდებისგანაც გადაწყვიტა შემოთავაზებების განხილვა და ჯერჯერობით გაუგებარია, თუ რას გადაწყვეტს ესპანელი.

სტატისტიკა ამ სეზონში: 30 მატჩი, 5 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 30%

შესაძლო ვარიანტები: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" ან ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სხვა გუნდები

სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო

ანდერ ერერა ("მანჩესტერ იუნაიტედი", 29 წლის)


მატას შესაძლო წასვლა - "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის ერთადერთი პრობლემა არ არის. კონტრაქტი უმთავრდება ანდერ ერერასაც, რომელიც ითხოვს ისეთ თანხას, რომლის დაკმაყოფილებაც "ეშმაკებს" არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, "პსჟ" ფეხბურთელს კვირაში 230 მილიონ გირვანქას სთავაზობს. 

სტატისტიკა ამ სეზონში: 26 მატჩი, 3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 60%

შესაძლო ვარიანტები: "მანჩესტერ იუნაიტედი", "პსჟ"

სატრანსფერო ღირებულება: 28 მილიონი ევრო.

ადრიენ რაბიო ("პსჟ", 24 წლის")


ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და ნამდვილ ტყვედ იქცა - ის ჯერ გუნდიდან მოკვეთეს, შემდეგ კი დუბლებთან ვარჯიში აიძულეს. თითქოს, ფრანგი "ბარსელონაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს ტრანსფერიც ჩაიშალა. მისი "პსჟ-დან" წასვლა გადაწყვეტილია.

სტატისტიკა ამ სეზონში: 20 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 99.9% 

შესაძლო ვარიანტები: "ბარსელონა", "რეალი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და კიდევ ბევრი გრანდი

სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი ევრო
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ბრავოო ! ტოჩინოშინმა ახლახანს ასანოიამასთან სასწაული გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
ბრავოო ! ტოჩინოშინმა ახლახანს ასანოიამასთან სასწაული გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
გუშინ, 12:45
ვრცლად
კონორ მაკგრეგორი რუსებზე ამ განცხადების გამო ქართველთა ნაწილმა შეიძულა
კონორ მაკგრეგორი რუსებზე ამ განცხადების გამო ქართველთა ნაწილმა შეიძულა
20-01-2020, 23:42
ვრცლად
ბრავოო ! რა გაუკეთა დღეს ტოჩინოშინმა მეტოქეს (ვიდეო)
ბრავოო ! რა გაუკეთა დღეს ტოჩინოშინმა მეტოქეს (ვიდეო)
20-01-2020, 13:26
ვრცლად
საოცრება ! ქართველმა გოლიათმა 1 ტონა ასწია (ვიდეო)
საოცრება ! ქართველმა გოლიათმა 1 ტონა ასწია (ვიდეო)
20-01-2020, 00:25
ვრცლად
კონორ მაკგრეგორმა ქართველ გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთა (ვიდეო)
კონორ მაკგრეგორმა ქართველ გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთა (ვიდეო)
19-01-2020, 10:48
ვრცლად
როგორ გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის გამარჯვებით დაბრუნებას
როგორ გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის გამარჯვებით დაბრუნებას
19-01-2020, 10:30
ვრცლად
რა თანხა მიიღო კონორ მაკგრეგორმა კოვბოისთან გამარჯვებისათვის
რა თანხა მიიღო კონორ მაკგრეგორმა კოვბოისთან გამარჯვებისათვის
19-01-2020, 10:21
ვრცლად
დაბრუნდაა ! კონორ მაკგრეგორმა მეტოქე წამებშივე საოცარი დარტყმებით გათიშა (ვიდეო)
დაბრუნდაა ! კონორ მაკგრეგორმა მეტოქე წამებშივე საოცარი დარტყმებით გათიშა (ვიდეო)
19-01-2020, 10:01
ვრცლად
ის რაც აქამდე არასოდეს მომხდარა -  რა გააკეთა მაკგრეგორმა აწონვებისას (ვიდეო)
ის რაც აქამდე არასოდეს მომხდარა - რა გააკეთა მაკგრეგორმა აწონვებისას (ვიდეო)
18-01-2020, 00:25
ვრცლად
ლაშა ტალახაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება - მიეცით ხმა ქართველს !
ლაშა ტალახაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება - მიეცით ხმა ქართველს !
15-01-2020, 23:53
ვრცლად
ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს - რა გახდა მიზეზი ?
ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს - რა გახდა მიზეზი ?
12-01-2020, 13:56
ვრცლად
ამას არავინ ელოდა - რა მოუვიდა ტოჩინოშინს ბაშოს პირველივე დღეს (ვიდეო)
ამას არავინ ელოდა - რა მოუვიდა ტოჩინოშინს ბაშოს პირველივე დღეს (ვიდეო)
12-01-2020, 13:40
ვრცლად
ლევან მაყაშვილმა
ლევან მაყაშვილმა "შავ ვეფხვად" წოდებული რუსი მებრძოლი დაამარცხა და ქართველებს ემოციურად მიმართა (ვიდეო)
8-01-2020, 00:06
ვრცლად
სიგიჟე ! ახლახანს ქართველმა მოჭიდავემ რუსი მეტოქე წარმოუდგენელი ილეთით დაამარცხა (ვიდეო)
სიგიჟე ! ახლახანს ქართველმა მოჭიდავემ რუსი მეტოქე წარმოუდგენელი ილეთით დაამარცხა (ვიდეო)
27-12-2019, 00:15
ვრცლად
"არქიმ" ლევან საგინაშვილს ბინა აჩუქა - ქართველი ჰალკის ემოციები (ვიდეო)
26-12-2019, 13:51