ქართველი ჰოკეისტები ამერიკულ ლიგებში? - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადა

ქართველი ჰოკეისტები ამერიკულ ლიგებში? - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადა

0 2019-04-21
ქართველი ჰოკეისტები ამერიკულ ლიგებში? - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადა
საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნულ მატჩამდე ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ჩიკაგოში გამართული შეკრების შესახებაა საუბარი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მცხოვრები ქართველი კოსტა ებანოიძე მზადაა საქართველოდან წაიყვანოს ჰოკეისტი და აცხოვროს მასთან სახლში ერთი თვის განმავლობაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახის ვარჯიშებში. გარდა ამისა, შეკრებაზე იმყოფებოდა ტობი ობრაიენი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ყინულის ჰოკეიში. მათ შორის ბოლო 13 წელი NHL-ის სხვადასხვა გუნდების სკაუტად მუშაობდა. დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების 3-4 მოთამაშეს წაიყვანს ამერიკაში სხვადასხვა დონის ლიგაში სათამაშოდ.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''მოგესალმებით!
ბოდიშს გიხდით ასეთი უყურადღებობისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

გვსურს შეგახსენოთ, რომ, ხვალ, 22 აპრილს, საქართველოს დროით 01:30-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონის პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც დაუპირისპირდება ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ნაკრებს.

უპირველეს ყოვლისა გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ამერიკაში მცხოვრებ ქართველს, კოსტა ებანოიძეს, რომელმაც მიიწვია ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ქალაქ ჩიკაგოში და სრულად უზრუნველყო მათი საწვრთნელი ვარჯიშების ორგანიზება. კოსტა ებანოიძის შვილი, რომელიც არის 13 წლის, ერთ-ერთ პერსპექტიულ ჰოკეისტად ითვლება ილინოისის შტატში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არა კოსტა ებანოიძე, ზემოთაღნიშნული შეკრება ნამდვილად ვერ შედგებოდა, მან შეძლო მოეხდინა ის, რისი წარმოდგენაც არც კი შეგვეძლო. შეკრებაზე მრავალ დადებით მოვლენასთან ერთად, ამ ეტაპზე, გამოვარჩევდით ორს.
1) კოსტა ებანოიძე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოდან წაიყვანოს ჰოკეისტი და აცხოვროს მასთან სახლში ერთი თვის განმავლობაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებში.
2) შეკრებაზე იმყოფებოდა ტობი ობრაიენი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ყინულის ჰოკეიში. მათ შორის ბოლო 13 წელი NHL-ის სხვადასხვა გუნდების სკაუტად მუშაობდა. დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების 3-4 მოთამაშეს წაიყვანს ამერიკაში სხვადასხვა დონის ლიგაში სათამაშოდ.

ასევე განსაკუთრებულად გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ბესა ცინცაძეს, რომელმაც საკუთარ 50 წლის იუბილეზე თავისი დაბადების დღე მთლიანად დაუთმო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. კერძოდ, მთელი დღის განმავლობაში ავარჯიშებდა ბავშვებს და ვარჯიშებიდან შემოსული თანხა სრულიად გადასცა ეროვნულ ფედერაციას. გვურს აქვე აღვნიშნოთ რომ ფედერაციისთვის გადმოცემული თანხა სრულიად მოხმარდა ეროვნული ნაკრების ეკიპირებას, ე.წ. ''ციგურების რკინების'' მარაგს, ყინულის ჰოკეის ჯოხებს და სპორტული კვების დანამატებს, რაც ამ ეტაპისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონში მონაწილეობის მისაღებად.

უღრმესი მადლობა Barrington Ice Arena-ს, რომლის დარბაზის თითო კუთხეში იგრძნობოდა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ზემოთაღნიშნულ არენაზე ყინულის ჰოკეის.

უღრმესი მადლობა გვსურს გადავუხადოთ Chicago Diplomat Cafe-ს, განსაკუთრებით მისი ქართველი პარტნიორის ოქსანა იმან დუგლასის სახით, რომლებმაც იზრუნეს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების კვებაზე.

არ შეგვიძლია დიდი აღტაცებით არ აღვნიშნოთ სასტუმრო, რომელშიც განთავსებული იყო ეროვნული ნაკრები, Country Inn & Suites by Radisson, Hoffman Estates, IL სასტუმროს პერსონალმა სრულიად გადააჭარბა მოლოდინს. 15 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, მთლიანი სასტუმროს პერსონალი მოწოდებული იყო რამით დახმარებოდა ეროვნული ნაკრების წევრებსა და პერსონალს, ეხებოდა ეს ტრანსპორტირებას, კვებას თუ რაიმე სხვა დეტალს.

გვსურს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და მონაწილეობას იღებენ საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარებაში.''
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
გადაწყვეტილია - ხაბიბ ნურმაგომედოვის მეტოქე ქართველი მებრძოლი იქნება
გადაწყვეტილია - ხაბიბ ნურმაგომედოვის მეტოქე ქართველი მებრძოლი იქნება
12-10-2019, 23:47
ვრცლად
როგორ გამოეხმაურა დღეს კონორ მაკგრეგორი ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრას
როგორ გამოეხმაურა დღეს კონორ მაკგრეგორი ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრას
12-10-2019, 23:41
ვრცლად
სკანდალი - რატომ გამოვა ლევან საგნიაშვილი ამიერიდან ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით
სკანდალი - რატომ გამოვა ლევან საგნიაშვილი ამიერიდან ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით
11-10-2019, 21:41
ვრცლად
"ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს" - ლევან საგინაშვილი ფედერაციის განცხადებას გამოეხმაურა
11-10-2019, 18:41
ვრცლად
მოკრივე ავთანდილ ხრუციძე ამერიკის ციხიდან სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს
მოკრივე ავთანდილ ხრუციძე ამერიკის ციხიდან სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს
11-10-2019, 18:22
ვრცლად
რონალდუს მიერ ყოველ 1 წუთში გამომუშავებული თანხა საქართველოში საშუალო ხელფასის ტოლია
რონალდუს მიერ ყოველ 1 წუთში გამომუშავებული თანხა საქართველოში საშუალო ხელფასის ტოლია
7-10-2019, 23:53
ვრცლად
უსინათლო ზვიად გოგოჭური ტატამზე მსაჯის დახმარებით გამოვიდა და წამებშივე სასწაული შემოგვთავაზა (ვიდეო)
უსინათლო ზვიად გოგოჭური ტატამზე მსაჯის დახმარებით გამოვიდა და წამებშივე სასწაული შემოგვთავაზა (ვიდეო)
7-10-2019, 23:32
ვრცლად
გენომ რუსეთი დაიპყრო ! რა გაუკეთა პეტრიაშვილმა რუს მეტოქეს (ვიდეო)
გენომ რუსეთი დაიპყრო ! რა გაუკეთა პეტრიაშვილმა რუს მეტოქეს (ვიდეო)
6-10-2019, 23:18
ვრცლად
"ნიკაპი ჩამოუვარდა" - აფრიკელის რეაქცია მამუკა გორგოძის მომენტებზე (ვიდეო)
6-10-2019, 15:04
ვრცლად
MMA-ს ქართველი მებრძოლის გიგა კუხალაშვილის სკანდალური ვიდეო
MMA-ს ქართველი მებრძოლის გიგა კუხალაშვილის სკანდალური ვიდეო
6-10-2019, 15:00
ვრცლად
მექსიკელი სპორული ჟურნალისტი, რომლის რეპორტაჟებსაც მილიონობით მამაკაცი უყურებს (ფოტოგალერეა)
მექსიკელი სპორული ჟურნალისტი, რომლის რეპორტაჟებსაც მილიონობით მამაკაცი უყურებს (ფოტოგალერეა)
6-10-2019, 14:43
ვრცლად
მებრძოლმა გოგონამ ვერ მოითმინა და მეტოქეს აკოცა, სანაცვლოდ სახეში მწარე სილა მიიღო (ვიდეო)
მებრძოლმა გოგონამ ვერ მოითმინა და მეტოქეს აკოცა, სანაცვლოდ სახეში მწარე სილა მიიღო (ვიდეო)
5-10-2019, 00:31
ვრცლად
ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ
ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ
4-10-2019, 17:11
ვრცლად
კურტუას მწვრთნელი: “შესაძლოა, ტიბოს “დე ხეას სინდრომი” სჭირდეს”
კურტუას მწვრთნელი: “შესაძლოა, ტიბოს “დე ხეას სინდრომი” სჭირდეს”
4-10-2019, 00:25
ვრცლად
რომელ ადგილზე გადაინაცვლეს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში ფიჯისთან განადგურების შემდეგ
რომელ ადგილზე გადაინაცვლეს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში ფიჯისთან განადგურების შემდეგ
3-10-2019, 13:29