რეალი პოგბას აგენტმა დააფრთხო - შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს?

რეალი პოგბას აგენტმა დააფრთხო - შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს?

0 2019-04-16
რეალი პოგბას აგენტმა დააფრთხო - შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს?
შესაძლოა, მადრიდის "რეალმა" პოლ პოგბას შეძენაზე უარი თქვას.

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ფრანგი ნახევარმცველის შეძენით აქტიურად ინტერესდებიან და როგორც ირკვევა, ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედს" პოგბას გაშვების იდეა გულზე არ ეხატება და, მის აგენტს, მინო რაიოლას, შეატყობინა, რომ მადრიდელებს პოგბას სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

ყველაზე მეტად კი "რეალი" თავად აგენტის მოთხოვნებმა დააფრთხო - რაიოლა ესპანელებისგან ტრანსფერის გაჩარხვაში პირად ბონუსს ითხოვს, 18 მილიონი ევროს სახით და ასევე სურს, რომ პოგბა მუდმივად იყოს გუნდის 3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში. შესაბამისად, "ბლანკოსს" პოგბას პოტენციური ტრანსფერი 150 მილიონზე გაცილებით ძვირი დაუჯდება.

სწორედ ამის გამო, ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "რეალმა" ყურადღება შესაძლოა სხვა ნახევარმცველებზე გადაიტანოს. კერძოდ, "ტოტენჰემის" კრისტიან ერიქსენზე.
шаблоны для dle 11.2