ზიდანმა ცვლილებები დაანონსა - ვინ დატოვებს და ვინ შეემატება სამეფო კლუბს?

ზიდანმა ცვლილებები დაანონსა - ვინ დატოვებს და ვინ შეემატება სამეფო კლუბს?

0 2019-04-15
ზიდანმა ცვლილებები დაანონსა - ვინ დატოვებს და ვინ შეემატება სამეფო კლუბს?
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობაში ცვლილებები დაანონსა.

„ჩემი ყველა მოთამაშე კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ცვლილებებს ვაპირებთ, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბისთვის თანხის მოტანა შეუძლიათ. ცვლილებები სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი. შევხედავთ, რა უნდა შეცვალოთ და რომელი ფეხბურთელების ჩანაცვლებაა საჭირო“- ციტირებს ფრანგს სპეციალისტს Sky Sports-ი.

იმ ვარსკვლავებს შორის, ვინც შესაძლოა კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების მერე დატოვონ, მედიაში პირველ ყოვლისა უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილს ასახელებენ.  

სავარაუდო შენაძენებში პირველ ადგილზე „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარია. ასევე, „რეალთან“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას და „აინტრახტის“ სერბ ფორვარდ ლუკა იოვიჩს აკავშირებენ. .
шаблоны для dle 11.2