აზრი ორად იყოფა - უნდა დარჩეს თუ არა ნიკო კოვაჩი?

აზრი ორად იყოფა - უნდა დარჩეს თუ არა ნიკო კოვაჩი?

0 2019-04-11
აზრი ორად იყოფა - უნდა დარჩეს თუ არა ნიკო კოვაჩი?
მიუნხენის "ბაიერნს" ახლა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას - რევოლუციისა და შემადგენლობის განახლების ეტაპი.
"სუპერ-ბაიერნიდან", რომელმაც 2013 წელს ისტორიული ტრებლი გაიფორმა და ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა, სულ უფროდაუფრო ცოტა მოთამაშე რჩება, ზაფხულში კი ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის უნიკალური ეპოქაც დასრულდება.
კლუბის ხელმძღვანელობამ როგორც იქნა უარი თქვა მკაცრ სატრანსფერო პოლიტიკაზე, უკვე განახორციელა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი (ლუკა ერნანდესი 80 მილიონ ევროდ) და ზაფხულში კიდევ უფრო მეტის დახარჯვას გეგმავს.
მოკლედ, მიუნხენური გრანდის ბოსები მიხვდნენ, რომ საჭიროა დიდი ინვესტიციები იმისათვის, რომ გუნდმა თაობათა ცვლა და განახლება ჯანსაღად, ღირსეულად გადაიტანოს. თუმცა ამას ახლა ემატება კიდევ ერთი თავისტკივილი - ღირს თუ არა ამ დიდი და საკმაოდ ფასეული პროექტის ნიკო კოვაჩისთვის ჩაბარება? ეს არის საკითხი, რომელზეც არათუ გულშემატკივრები, არამედ "ბაიერნის" ბოსებიც კი ვერ თანხმდებიან.

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტი ული ჰიონესი და გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ორ სხვადასხვა აზრზე არიან, ორივეს განსხვავებული პოზიცია აქვს. ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ სიტუაცია.ერთ დღესაც კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: "ჩვენ კლუბში მუშაობის გარანტიას ვერავის მივცემთ. ყველა უნდა განვითარდეს - ასეთია ჩვენი კლუბის პრინციპი. ამავდროულად, ყველას უნდა შეეძლოს ზეწოლის გამკლავება. თუ ამას ვერ აკეთებთ, მაშინ ეს თქვენთვის შესაფერისი კლუბი არაა".
რუმენიგესგან განსხვავებით, ული ჰიონესი ნიკო კოვაჩს მუდმივად იცავს. თუმცა კლუბის ერთ-ერთი ბოსი რატომ არ არის ნიკოში დარწმუნებული?
გავიხსენოთ რა მოხდა გასულ წელს. კალე რუმენიგე მთავარ კანდიდატად განიხილავდა თომას ტუხელს, რომელიც ული ჰიონესმა თავიდანვე უარჰყო. რამდენიმე დღეში ტუხელი "პსჟ-ს" თავკაცი გახდა. ულის ფავორიტი იყო ნიკო კოვაჩი, რომელიც მაშინ ფრანკფურტის "აინტრახტში" იმყოფებოდა. მწვრთნელი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, მაგრამ კლუბის ყოფილი მოთამაშეა და აქვს "ბაიერნის" გენები. იმავე პრინციპით იქნა შერჩეული სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩიც.

ნიკო კოვაჩმა მიუნხენში კარგად დაიწყო - მოიგო სუპერთასი და სეზონის სტარტზე ზედიზედ 7 შეხვედარ. თუმცა ამას მოჰყვა ჩავარდნა და შემოდგომაზე მარცხი დორტმუნდის "ბორუსიასთან", ფრე დუისელდორფის "ფორტუნასთან" და მოკლედ ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ ხორვატს კარლო ანჩელოტის ბედი უნდა გაემეორებინა.ერთი რამ ცხადია - საშემოდგომო კრიზისის დროს კალე რუმენიგე მზად იყო კოვაჩის გასათავისუფლებლად, მაგრამ ჰიონესი არა. მოგვიანებით ბოსები ამ თემაზე მოთამაშეებს გაესაუბრნენ და "ბაიერნმა" ლისაბონის "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგაზე გაანადგურა. ამავდროულად, არსენ ვენგერის კანდიდატურა ეგრევე უარყოფილი იქნა, ხოლო ამას ბუნდესლიგაში ზედიზედ 7 გამარჯვება მოჰყვა და ნიკომ სკამი შეინარჩუნა.
დამაინც, რა არ მოსწონს რუმენიგეს? ნიკოს ფილოსოფია და დაცვაზე ორიენტირება. კალე მიიჩნევს, რომ კოვაჩს არ აქვს გუნდის შეტევაში მოქმედების მკაფიო გეგმა. მისი მოლოდინი კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამართლა, როდესაც მიუნხენელები "ლივერპულთან" 1:3 დამარცხდნენ.

კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუშინ აღნიშნა, რომ "ლივერპულთან" თამაშის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყო, ვინაიდან გუნდმა ვერ ითამაშა გრძნობითა და ანთებული გოლით სახლში, 70 ათასი ქომაგის წინაშე. "ბაიერნის" სტილი - მუდმივად შეტევაა! ყოველთვის შეტევა", - განაცხადა რუმენიგემ.გენერალურ დირექტორს სურს სახელოვანი და გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც უკვე აქვს წარმატებები საერთაშორისო დონეზე. რუმენიგემ მადლობა გადაუხადა ვან გაალს, ჰაინკესს, გვარდიოლასა და ანჩელოტის, მაგრამ არა კოვაჩს. ჰიონესს კი კოვაჩის გათავისუფლება იმ მიზეზითაც არ სურს, რომ ეს ერთგვარი შეცდომის აღიარება იქნება.
მოკლედ, "ბაიერნის" ბოსებიდან ერთ-ერთი უფრო ცივსისხლიანია და კლუბის მიზნებს უფრო მაღლა აყენებს, მაგრამ პრეზიდენტი ული ჰიონესი უფრო გულჩვილი და მომთმენია. ისიც აღიარებს, რომ კოვაჩი ახალგაზრდა და გამოუცდელი მწვრთნელია, მაგრამ მზად არის მას შანსი მისცეს.шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ბრინჯაო ლიპოსგან ! ვარლამმა რუსი დაამარცხა (ვიდეო)
ბრინჯაო ლიპოსგან ! ვარლამმა რუსი დაამარცხა (ვიდეო)
გუშინ, 14:40
ვრცლად
გილოცავთ ! ლაშა ბექაურმა ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
გილოცავთ ! ლაშა ბექაურმა ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
გუშინ, 13:42
ვრცლად
"რომ ჩამოვედი მამაჩემი დამხვდა, ყოჩაღ შვილოვო" , ფედერაციას დავავიწყდი - ქართველი "ჰალკი"
გუშინ, 01:56
ვრცლად
"ეს ის მომენტია ცუდს რომ ვერ დაწერ, დაწერ და გადაგკეცავს ლობიანივით"
12-12-2019, 23:53
ვრცლად
ინფორმაცია, რომელსაც ყველა ქართველი ელოდა!
ინფორმაცია, რომელსაც ყველა ქართველი ელოდა!
12-12-2019, 21:23
ვრცლად
მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას ფიქრობს...
მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას ფიქრობს...
10-12-2019, 22:49
ვრცლად
ჩაკვეტაძის მომავალი გარკვეულია!
ჩაკვეტაძის მომავალი გარკვეულია!
10-12-2019, 22:48
ვრცლად
ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე და ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო)
ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე და ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო)
10-12-2019, 00:07
ვრცლად
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
7-12-2019, 23:36
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
5-12-2019, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
5-12-2019, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
5-12-2019, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14