ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ქუთაისის ტორპედოში მარტის თვის გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს. ქუთაისი გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინელი მცველი ოლექსანდრ აზაცკი გახდა. საუკეთესო გოლის ავტორი კი თენგიზ წიქარიძე იყო. ასევე მათ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის გასული ტურის თამაშის(დილა-ტორპედო) საუკეთესო ფეხბურთელიც გამოავლინეს.ეს პატივი ბრაზილიელ რიჩარდ ლუკას ერგო,რომელმაც დილასთან 2 გოლის გატანა მოახერხა და ტორპედომ გორელებს 0-2 მოუგო.
ასეთ წამახალისებელ ჯილდოებს მხოლოდ ტორპედო აწესებს და სხვა გუნდებიც თუ მიბაძავენ ურიგო არ იქნება, ფეხბურთელებსაც მეტი სტიმული ექნებათ თამაშის.
шаблоны для dle 11.2