ცნობილი გახდა ოთხშაბათს, 10 აპრილს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრების არბიტრების ვინაობა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარსელონას" შორის გასამართ მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, ჯანლუკა როკის მეთაურობით. სარეზერვო არბიტრი დანიელე ორსატო იქნება.
ვიდეორეფერი კი - მასიმილიანო ირატი.
"იუვენტუსი"-"აიაქსის" დაპირისპირებას ესპანელი არბიტრები განსჯიან, კარლოს დელ სეროს ხელმძღვანელობით. სარეზერვო არბიტრი ტასოს სიდიროპულოსი იქნება.
ვიდეორეფერის ფუნქციებს ალეხანდრო გონსალესი შეითავსებს.
шаблоны для dle 11.2