მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს - ავთანდილ ხურციძის შემზარავი წერილი ციხიდან

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს - ავთანდილ ხურციძის შემზარავი წერილი ციხიდან

-5 2019-04-08
მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს - ავთანდილ ხურციძის შემზარავი წერილი ციხიდან

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აცხადებს.

ხურციძემ გამოცემას ინტერვიუ ამერიკული ციხიდან მისცა. ქართველმა მოკრივემ მისი ბრალდების საქმეზე და ციხეში მის ყოფაზე ისაუბრა. ხურციძე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აგენტებმა მის წინააღმდეგ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს.

„არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული. იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას, მე კი ვითხოვ "დანაშაულის" მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუჩვენებები მისცეს სასამართლოს. აგენტმა მილმანმა თქვა, თითქოს 2017 წლის 23 აპრილს კაზინოში წავიყვანე­ და "ვეხმარებოდი". არადა, 22 აპრილს ინგლისში ჩემპიონი გავხდი, 23-ში კი თბილისში ჩამოვფრინდი, რაც პასპორტის შტამპითაც დასტურდება. ისიც თქვა, რომ ბრუკლინში რომელიღაც თავშეყრაზე მნახა, მაშინ, როცა იმ დროს სან-ფრანცისკოში ვიყავი და ამას ჩემი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორებიც ადასტურებენ. მეორე­ "მოწმეს" ჰკითხეს, ხურციძეს თუ იცნობო?­ ვიცნობო, მაგრამ როცა ჩემი ამოცნობა სთხოვეს, ვერ მიცნო, დარბაზში არ არისო“, - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

ქართველმა მოკრივემ ამერიკულ ციხეში მომდარი ინციდენტის დეტალებზეც ისაუბრა, როდესაც მას პატიმრებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუწია.

„როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები­ არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია. ერთი მოლდაველი ბიჭი იყო კიდევ, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. მორიგე არც გამოსულა ოთახიდან. როგორც მითხრეს, მხოლოდ ხელი გამოყო და პილპილის დეოდორანტი გამოაფრქვიაო. კოლუმბიელები ჩვენზე გაცილებით ბევრი იყვნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ცალი თვალი სისხლით მქონდა სავსე, ვისაც მივაწვდინე ეს ბებერი მუშტი, ფეხზე არც ერთი არ დამიტოვებია. დანის პატრონს განსაკუთრებული "პატივი ვეცი": რომ დავარტყი, დანა გაუვარდა ხელიდან და გაქცევა დააპირა, მაგრამ გრძელ კიკინაში ვწვდი და კარგად "დავამუშავე“, - აღნიშნა ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს. ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძე კი ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
რამდენიმე დებიუტანტი - სანიოლიმ შემადგენლობა დაასახელა
რამდენიმე დებიუტანტი - სანიოლიმ შემადგენლობა დაასახელა
23-08-2021, 13:58
ვრცლად
ბექაური - ტრიპელი | ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი
ბექაური - ტრიპელი | ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი
23-08-2021, 13:28
ვრცლად
დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს გადაბირებას შეეცდება
დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს გადაბირებას შეეცდება
23-08-2021, 13:25
ვრცლად
კიევომ არსებობა შეწყვიტა
კიევომ არსებობა შეწყვიტა
23-08-2021, 13:23
ვრცლად
ბრაითვეითის მომავალი ცნობილია
ბრაითვეითის მომავალი ცნობილია
23-08-2021, 13:21
ვრცლად
სპორტის რომელ სახეობას ვეღარ ვიხილავთ მომავალ ოლიმპიადაზე ?
სპორტის რომელ სახეობას ვეღარ ვიხილავთ მომავალ ოლიმპიადაზე ?
23-08-2021, 13:19
ვრცლად
ჰალანდი ბაიერნში ? რა განცხადებას აკეთებს კლუბის პრეზიდენტი
ჰალანდი ბაიერნში ? რა განცხადებას აკეთებს კლუბის პრეზიდენტი
23-08-2021, 13:18
ვრცლად
კავაი ლეონარდის საოცარი ჩატენვა
კავაი ლეონარდის საოცარი ჩატენვა
6-06-2021, 10:03
ვრცლად
სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს
სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს
6-06-2021, 10:00
ვრცლად
პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა
პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა
6-06-2021, 09:59
ვრცლად
ბეილმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
ბეილმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
6-06-2021, 09:59
ვრცლად
"ბარსელონას ორჯერ ვუთხარი უარი"
6-06-2021, 09:59
ვრცლად
რა ჭირდა და რითი დაიღუპა დიეგო მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც მსოფლიო შეძრა
რა ჭირდა და რითი დაიღუპა დიეგო მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც მსოფლიო შეძრა
25-11-2020, 21:05
ვრცლად
ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
16-11-2020, 14:24
ვრცლად
"საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს" - გორან პანდევი
12-11-2020, 00:17
[/not-aviable]
[not-aviable=main]