როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"

როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"

0 2019-04-03
როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, გერმანელმა კლაუს ტოპმიოლერმა BILD-თან ინტერვიუში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშაობის მიზეზებზე ისაუბრა.

2004 წლის აგვისტოში კლაუს ტოპმიოლერის "ჰამბურგი" გერმანიის თასზე "პადერბორნს" ხვდებოდა და გატანილი ორი სწრაფი გოლის მიუხედავად, 2:4 დამარცხდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა რობერტ ჰოიცერმა "ჰამბურგის" კარში ორი პენალტი დანიშნა, პროტესტების გამო კი მოედნიდან პირველ ტაიმშივე ფორვარდი ემილ მპენზა გააძევა. 

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების დავალებით, ჰოიცერი მატჩებს აწყობდა, შემდეგ კი ამ მატჩებზე ტოტალიზატორებში ფსონები იდებოდა.

"პადერბორნთან" მატჩმა "ჰამბურგში" ჩემი კარიერა გაანადგურა. ჩვენ 2004-05
წლების სეზონი ცუდად დავიწყეთ. ამას თასიდან გამოვარდნაც დაემატა. როგორც იცით, ოქტომბერში გუნდიდან გამიშვეს.

მატჩი 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მივხვდი, რომ მსაჯი უჩვეულოდ იქცევა. ერთ-ერთი სასტვენის შემდეგ მსაჯის ასისტენტთან მივედი და ვუთხარი, რომ მთავარი მსაჯის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ დაცინვაა. ლაინსმენმა კი მიპასუხა, რომ მან ეპიზოდი სხვანაირად დაინახა. მატჩის დასრულების შემდეგ ჰოიზერს ვუთხარი, რომ საშინლად იმუშავა და მთელი მომზადება და შრომა წყალში ჩაგვიყარა.

მე არ მჯერა შეთქმულებების და მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. უბრალოდ მეგონა, რომ მსაჯს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. ჩემი, როგორც ფეხბურთელის წარმოდგენაში, ფეხბურთში თაღლითობა წარმოუდგენელია. როდესაც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ეს დაადასტურა, ჩემთვის ცა ჩამოინგრა.

"ჰამბურგიდან" წასვლის შემდეგ მე "კიოლნისა" და "ჰოფენჰაიმის" ვარიანტები მქონდა, მაგრამ ჰოიცერთან დაკავშირებული ისტორიის გამო გერმანიიდან წასვლა მინდოდა. შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩავიბარე", - განაცხადა ტოპმიოლერმა.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
გუშინ, 23:36
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
5-12-2019, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
5-12-2019, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
5-12-2019, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
3-12-2019, 00:57
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
3-12-2019, 00:44
ვრცლად
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
2-12-2019, 20:57
ვრცლად
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
1-12-2019, 20:52
ვრცლად
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
30-11-2019, 00:03
ვრცლად
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
29-11-2019, 00:40
ვრცლად
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
28-11-2019, 23:36
ვრცლად
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
28-11-2019, 15:30