დიდი დაბრუნება | კონორმა ხაბიბი ისევ გამოიწვია

დიდი დაბრუნება | კონორმა ხაბიბი ისევ გამოიწვია

+4 2019-04-02
დიდი დაბრუნება | კონორმა ხაბიბი ისევ გამოიწვია
 კონორ მაკგრეგორმა ოფიციალური Twitter-ის მეშვეობით დაადასტურა, რომ ის პროფესიონალურ კარიერას ასრულებდა.

თუმცა, შესაძლოა 30 წლის სპორტსმენმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს და ის მომავალში ოქტაგონზე კვლავ ვიხილოთ.

როგორც ცნობილია, კონორს პირადი მოთხოვნები აქვს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ის UFC-ს ახალ კონტრაქტზე დასთანხმდება.

მაგალითად, მას ჟოზე ალდოსთან მოგებულ ბრძოლას 13 წამში გამარჯვებად უთვლიან. კონორს კი სურს, რომ ეს შედეგი გადააკეთონ 12 წამად.

გარდა ამისა, მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვსაც მიმართა:

"როდესაც ჩემთან ბრძოლაში შენ ფული აიღე, ამ დროს შენს მეგობრებს ძარცვავდნენ და სცემდნენ. დიდი წვეულება გვიახლოვდება , ხაბიბ მოემზადე"

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოცემები ვარაუდობენ, რომ კონორი თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.шаблоны для dle 11.2