ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?

ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?

0 2019-03-31
ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?
რამდენიმე დღის წინ, ულე-გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. მოვლენების მსგავსი განვითარება არ აწყობს ვირჯილ ვან დეიკს, რომელიც ამჟამად ნორვეგიელის სახლში ქირით ცხოვრობს.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ზაფხულში აპირებს თავის აპარტამენტებში გადაბარგებას. სკანდინავიელი სასტუმრო "Lowry"-ში ბინადრობს, იქ, სადაც მთელი მანჩესტერული კარიერის მანძილზე ჟოზე მოურინიო იყო გაჩერებული.

ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?

2006 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთელ სოლსკიაერს ხელშეკრულება ერთი სეზონით გაუხანგრძლივა, შემდეგ კი შოტლანდიელი ულეს თავის შტაბში სამსახურსაც შეპირდა. ნორვეგიელი მიხვდა, რომ ის "იუნაიტედში" დიდი ხნით გაჩერდებოდა და საჭირო იქნებოდა სახლის მოძებნა.

სკანდინავიელმა 1.8 მილიონ ფუნტად ჩეშირის სოფელ ოლდერლი ეჯში მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნულ ტერიტორიას ფეხბურთელების დასახლებას ეძახიან. მაცხოვრებლებს შორის არიან ფერდინანდი, კერიკი, იორკი, ლესკოტი და ა.შ. ძალიან მალე უეინ რუნის სახლის მშენებლობაც დასრულდება.

ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?

რაც შეეხებათ ყოფილ მეზობლებს, სია შთამბეჭდავია - რონალდუ, იბრაჰიმოვიჩი, კანტონა, ტურე, დე ხეა, მატა, კრაუჩი და მოკრივე: ტაისონ ფიური. სპორტსმენებს ოლდერლი ეჯი ძალიან უყვართ. აქ, მუდამ სიმშვიდე სუფევს, სელებრითები ჩვეულებრივი ადამიანები ხდებიან.

სოლსკიაერის სახლი სწორედ აქ არის განლაგებული. ულემ თავისი რეზიდენცია სკანდინავიურ სტილში ააშენა, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან - ხისა და ქვისგან. ნორვეგიელის აპარტამენტები იტევს 5 საძინებელს, აუზს, სახლის კინოთეატრს, მტვერსაწმენდ სისტემებს, მზის ბატარეებსა და უზარმაზარ ეზოს.

ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერის" ამჟამინდელი დამრიგებელი ჩეშირში დიდი ხნით არ გაჩერებულა. 2011 წელს სოლსკიაერი მშობლიურ "მიოლდეს" ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი იყო წარუმატებელი პერიოდი "კარდიფ სიტიში".

იმ დროს თავად ულეც ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალში ის "იუნაიტედის" მწვრთნელობისთვის მომწიფდებოდა, ამიტომ მან სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ნორვეგიელი ახალ მფლობელს რამდენიმე წელი ეძებდა, სანამ ოლდერლი ეჯში ვან დეიკი არ შესახლდა.

ფეხბურთელების დასახლება - რატომ ცხოვრობს ვან დეიკი სოლსკიაერის სახლში?

აღნიშნული დასახლება შორს არც ლივერპულისგან არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩეშირი მანჩესტერისა და მერსისაიდის საზღვარზე მდებარეობს. ჰოლანდიელი სკანდინავიელის სახლში ქირით არის. ვირჯილი თვეში 10 000 ფუნტს იხდის, ხელფასი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

როგორც ჩანს, ნიდერლანდელს ახალი საცხოვრებელი ადგილის ძებნა მოუწევს, რადგან სოლსკიაერი "წითელ ეშმაკებში" სრულფასოვნად დაბრუნდა. ცნობისთვის, ოლდერლი ეჯში ცოტა ხნის წინ რონალდუს კუთვნილი აპარტამენტები 3.25 მილიონ ფუნტად გაიყიდა.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ბრინჯაო ლიპოსგან ! ვარლამმა რუსი დაამარცხა (ვიდეო)
ბრინჯაო ლიპოსგან ! ვარლამმა რუსი დაამარცხა (ვიდეო)
გუშინ, 14:40
ვრცლად
გილოცავთ ! ლაშა ბექაურმა ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
გილოცავთ ! ლაშა ბექაურმა ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
გუშინ, 13:42
ვრცლად
"რომ ჩამოვედი მამაჩემი დამხვდა, ყოჩაღ შვილოვო" , ფედერაციას დავავიწყდი - ქართველი "ჰალკი"
გუშინ, 01:56
ვრცლად
"ეს ის მომენტია ცუდს რომ ვერ დაწერ, დაწერ და გადაგკეცავს ლობიანივით"
12-12-2019, 23:53
ვრცლად
ინფორმაცია, რომელსაც ყველა ქართველი ელოდა!
ინფორმაცია, რომელსაც ყველა ქართველი ელოდა!
12-12-2019, 21:23
ვრცლად
მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას ფიქრობს...
მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას ფიქრობს...
10-12-2019, 22:49
ვრცლად
ჩაკვეტაძის მომავალი გარკვეულია!
ჩაკვეტაძის მომავალი გარკვეულია!
10-12-2019, 22:48
ვრცლად
ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე და ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო)
ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე და ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო)
10-12-2019, 00:07
ვრცლად
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
7-12-2019, 23:36
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
5-12-2019, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
5-12-2019, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
5-12-2019, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14