ჰიონესმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ჰიონესმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

0 2019-03-30
ჰიონესმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
როდესაც მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი საუბრობს ყველა უსმენს, თუმცა როდესაც ული ჰიონესი დიდ თანხებზე ლაპარაკობს ყველა უფრო ყურადღებით უსმენს. 67-წლის ბაიერნის ლეგენდამ ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა sportbild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ზაფხულში დიდ ინვესტიციებს გეგმავს.

"ამჟამად გუნდის გაახალგაზრდავების პროცესში ვიმყოფებით. ეს გახვლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რაც კი ოდესმე უწარმოებია მიუნხენის ბაიერნს", - განაცხადა ჰიონესმა სამშაბათს.

რეკორდმაისტერის პრეზიდენტის ეს სიტყვები ადასტურებს ფრანგული სპორტული გამოცემა BeIn Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავარიელებმა ნიკოლას პეპეს სანაცვლოდ ლილს რეკორდულად დიდი თანხა 80 მილიონი ევრო შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ კოტ-დ'ივუარელ შემტევს ლილთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

ჯერ-ჯერობით დადასტურებულია მხოლოდ ბენჟამინ პავარის ტრანსფერი. გერმანულმა გრანდმა შტუტგარტს ახალგაზრდა ფრანგი მცველის სანაცვლოდ უკვე გადაუხადა 35 € მილიონი ევრო.

sportbild-ის ჟურნალისტი წერს, რომ ლონდონის ჩელსის 18 წლის ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზეც ბაიერნი ჯერ კიდევ ზამთარში მუშაობდა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მორიგი შენაძენი უნდა გახდეს. მოგეხსენებათ ოდოი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს და გამორიცხული არ არის ამ ამბის შემდეგ მისი ფასი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

მორიგი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლის ლუკას ერნანდესია. sportbild-ზე დაყრნობით ირკვევა, რომ რეკორდმაისტერი მადრიდის ატლეტიკოს 80 მილიონ ევროს შესთავაზებს.

sportbild-ის ინფორმაციით უახლოესი თვეების განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი აღნიშნული ტრანსფერების განსახორციელებლად მინიმუმ 200 მილიონ ევროს გამოყოფს და ამ თანხაში არ ითვლება ხამეს როდრიგესის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვისთვის გადასახდელი 42 მილიონი ევრო.

ჯერ-ჯერობით მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რეკორდი 2017/18 წლების სეზონისთვის შეძენილ შვიდ ფეხბურთელზე 116 მილიონ ევროს შეადგენს. კორენტინ ტოლისოს სატრანსფერო უფლებებისთვის გადახდილი 41,5 მილიონი ევრო დღემდე ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად ითვლება.

მიუხედავად დიდი შენაძენების დაგეგმვისა ული ჰიონესი ამბობს, რომ წარმატება გარანტირეული არ არის: "ფეხბურთს ფული მართავს, თუმცა დიდი ტიტულების მოსაგებად ძირითადი პროცენტი თავად ფეხბურთელებზე მოდის, რომლებზეც ინდივიდუალურად ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ თითოეული ტრანსფერი კარგად დაგეგმილი უნდა იყოს".шаблоны для dle 11.2
ვრცლად
მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას ფიქრობს...
მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას ფიქრობს...
10-12-2019, 22:49
ვრცლად
ჩაკვეტაძის მომავალი გარკვეულია!
ჩაკვეტაძის მომავალი გარკვეულია!
10-12-2019, 22:48
ვრცლად
ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე და ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო)
ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე და ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო)
10-12-2019, 00:07
ვრცლად
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
7-12-2019, 23:36
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
5-12-2019, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
5-12-2019, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
5-12-2019, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
3-12-2019, 00:57
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
3-12-2019, 00:44
ვრცლად
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
2-12-2019, 20:57
ვრცლად
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
1-12-2019, 20:52
ვრცლად
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
30-11-2019, 00:03