რუმინეთში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშება სამბოში, სადაც ქართველებიც გამოდიან.
ქალთა თანრიგში, 72კგ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ ნინო ოძელაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.ქართველმა სამბისტებმა ჯამში სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლებს გივი ნადარეიშვილი და პაატა ღვინიაშვილი დაეუფლნენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ოძელაშვილი პირველი ევროპელი ქალია, რომელმაც ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.шаблоны для dle 11.2