კონორ მაკგრეგორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

კონორ მაკგრეგორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

0 2019-03-22
კონორ მაკგრეგორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა
შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა “ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს უპასუხა.

შვედმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ “მაკგრეგორი MMA-ს ზლატან იბრაჰიმოვიჩია”. კონორმა მის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.

“ზლატანსა და მის გამარჯვებულის მენტალიტეტს პატივს ვცემ, მაგრამ მოდი, სიმართლე ვთქვათ: მხოლოდ ერთი კონორ მაკგრეგორი არსებობს! ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცდილობს, რომ ფეხბურთის მაკგრეგორი გახდეს – წარმატებებს ვუსურვებ. ზლატანსა და პოგბას ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩემთან ერთად ივარჯიშონ”, – უთხრა მაკგრეგორმა FIFA.COM-ს.
шаблоны для dle 11.2