ჯენარო გატუზოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ჯენარო გატუზოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

0 2019-03-17
ჯენარო გატუზოს წინასამატჩო პრესკონფერენცია
დერბის შესახებ: "დერბი - შეხვედრა თავისი ისტორიით, ის ცალკე განიხილება. პირველი წრის შეხვედრაზე ფიქრი საჭირო არაა, ყველაფერი სხვანაირად იქნება. 5 დღის განმავლობაში მესმის, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, "ინტერი" კი მკვდარია, მაგრამ დერბიში ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. მსურს, რომ ჩემმა ბიჭებმა ხასიათი გამოავლინონ და გამარჯვებისთვის იბრძოლონ, ითამაშონ გულით და გონებით. ეს შეხვედრა "მილანისთვის" შემოსავლიანობით რეკორდული იქნება, გულშემატკივრები კი, მე-12 ფეხბურთელად უნდა წარსდგნენ. თუმცა, ჩვენ "ინტერს" პატივსვცემთ, მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი პრობლემები შეგვიქმნან. ჩვენ მათ პრესინგს უნდა გავუმკლავდეთ, პირველ წრეში მათ ამოსუნთქვის საშულება არ მოგვცეს. ხვალაც იგივე პრესინგს ველოდები. არ მომეწონა, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენს ფეხბურთზე უარი ვტვით. უფრო თამამად უნდა ვითამაშოდ და გავაკეთოდ ის, რაც კარგად ვიცით".

▪ თამაშის მნიშვნელობაზე: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია სატურნირო ცხრილისთვის, მაგრამ მოგებისთვის იგივე 3 ქულა მოგვეცემა, რაც ყოველთვის. წაგების შემთხვევაში კი, მე უფრო ფსიქოლოგიური შედეგები მაინტერესებს. არ ვიცი ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, თუ არა . მოგება ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოგვცემს, თუ წავაგებთ ბევრი სამუშაო მექნება".

▪ბიგლიას შესახებ: "ითამაშებს, თუ არა ლუკასი? ხვალ ყველაფერს დაინახავთ".

▪პიონტეკზე: "სხვაობა გუნდმა უნდა აჩვენოს და არამხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა. ყველა, ვინც მოედანზე გამოვა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ. ძალიან ცოტა შეხვედრა მაქვს ნანახი, სადაც ერთი ფეხბურთელი იმარჯვებს. ახლა ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. მე პიონტეკი არ შემიცვლია. მას საუბარი არ უყვარს, ასე რომ მასთან ბევრი არ მილაპარაკია. ახლა ის უფრო მეტს იღიმის, ადრე მეგონა, რომ ის ჩემზე გაბრაზებულია. მას მუშაობა მოსწონს, დასვენების დღეებშიც კი ვარჯიშობს. მე მასთან საუბარი არც მჭირდება, მან თავის საქმე კარგად იცის".

▪ სპალეტის შესახებ:: რა უნდა გიპასუხოთ? არ ვიცი რისკავს ის თუ არა. ნებისმიერი მწვრთნელი აცნობიერებს, რომ შეიძლება გაათავისუფლონ. პირადად მე მხოლოდ საქმეზე და მიზნების მიღწევაზე ვფიქრობ. თუ მე ყველა ჭორს მივაქცევდი ყურადღებას, ტყუილად ვინერვიულებდი".

▪მეორე წრის პროგრესზე: "შური ვიძიეთ, თუ არა? არ ვიცი მე ეს არ მაინტერესებს. მე მსურს მიზნებს მივაღწიო, ფეხბურთელებს დავეხმარო და "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო. მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ ალეგრის ყველა აკრიტიკებდა, ახლა კი მას ყველა აქებს და კრიტიკა გაქრა. ასეთია ჩვენი სამუშაო, ეს ნორმალურია. მე მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის "მილანის" მწვრთნელობა პრივილეგიაა".

▪ გუნდის განწყობის შესახებ: "ასეთი შეხვედრის წინ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბრო. მე ლაპარაკი არასდროს მეხმარებოდა, ამას თვითონ ვხვდებოდი და ვგრძნობდი. დერბი ეს რაღაც განსაკუთრებულია, სულ სხვა განცდით. ყვირილი და მოტივირება საჭირო არაა. ზეწოლა ისედაც არსებობს".

▪ იკარდიზე: "ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიოს აუკეთესო ფეხბურთელმაც უნდა გამოიჩინოს პატივისცემა გასადელსა და წესებს მიმართ. როდესაც ვინმეს პატივისცემა არ ჰყოფნის( ახლა ჩემს გუნდზე მაქვს საუბარი), ის მსოფლიოს ყველაზე ცუდ ადამიანად ხდება. საფეხბურთო გუნდები ასევე გასახდელში იქმნება. პატივისცემა ყველაზე მთავარია. გასახდელი კი, წმინდა ადგილია. მე მომწონს, როდესაც ყველაფერს სახეში ამბობენ. რაც შეიძლება შორს გაგაგზავნეს? ხდება ხოლმე, თუმცა ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვარო".

▪ წარუმატებლობაზე: "ევროპა ლიგაზე შევრცხვით და "ინტერზე" ადრე გამოვეთიშეთ ტურნირს. "დიუდელანჟთან" არსებობდა რისკი, რომ ვერ გავიმარჯვებდით. ეს იყო ჯოჯოხეთი. ამის შემდეგ ძლიერები უნდა გავდეთ. არ ღირს ილუზიის შექმნა, რომ ყველაფერი მშვენივრადაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ინტერი" ძალიან ძლიერია და მას შეუძლია გვატკენინოს".

▪ ფავორიტის სტატუსის შესახებ: "ასეთ შეხვედრებში ფავორიტი არ არსებობს. ემოციები უნდა ვაკონტროლოთ და ენერგია თამაშამდე არ უნდა დავხარჯოთ".

▪ კოლეკტივის შექმნაზე: "არ მიმაჩნია, რომ კარგი მკერავი ვარ, რადგანაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ შევიკერე ჩემი ტანსაცმელი. ჩვენ ვიზრდებით და ვიცით, რომ 100% მზად არ ვართ".

▪ მეორე ადგილის შესახებ: "ამის შესახებ ფიქრი არ შეიძლება. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. "ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია და მათ დიდი უპირატესობა აქვთ. ჩვენ მხოლოდ დერბიზე უნდა ვიფიქროთ. "ნაპოლი" უკვე ძლები ლიდერთა რიცვშია, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან. ევროპა ლიგაზე ასპარეზობა იტალიის ჩემპიონატზე გავლენას არ იქონიებს".

▪ უპირატესობა დერბიში: "მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ "ინტერზე წინ ვიქნებოდით. არ ღირს იმის დავიწყება, რომ 7 შეხვედრა სხვანაირად ვითამაშეთ. 13 თამაშის განმავლობაში გოლს ვუშვებდით და პრობლემებმა უფრო ძლიერი გაგვხადეს".

▪ მისი დამსახურება პროგრესში: "ყოველთვის მივიჩნევდი, რომ მწვრთნელის მიღწევა 30-40%-ია, დანარჩენი კი, გუნდზე და მის დისციპლინაზეა დამოკიდებული. ეს ბიჭების დამსახურებაა. ისინი ახალგაზრდები არიან და მენტალურად ყოველდღიურად იზრდებიან. ეს ყველაფერი კი შრომის დამსახურებაა. მე და ჩემი შტაბი სულ ცოტათი დავეხმარეთ".

▪ დაღლილობაზე: "არსებობს სხვაობა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაღლილობის შორის. მაგლითისთვის ავიღოთ "იუვენტუსის" და "ატლეტიკოს" შეხვედრა. "ბიანკონერის" არავის სჯეროდა, თუმცა მათ სიბრაზე და გამარჯვების სურვილი წარმოაჩინეს და დაღლილობაც გაქრა. ჩემი ბიჭები ფიზიკურად დაღლილები არ არიან, სხვა შემთხვევაში ისინი ასე ვერ ირბენდნენ. ზოგიერთებს პრობლემები აქვთ, მაგალითად სუსო და პაკეტა. ჩვენ მათგან ტექნიკური მხარით მეტს ვითხოვთ, ისინი გუნდს უნდა ეხმარებოდნენ. პრობლემა ამაშია - მათ მეტი მოეთხოვებად".

▪ მუსაკიოზე: "მატეომ ძალიან მოუმატა. დაცვის საიმედოობა მხოლოდ მცველების დამსახურება არ არის. მე ურადღებას მივაქცევდი იმას, რომ ის ბურთთან ერთად უფრო ძლიერი გახდა და ნახევარდაცვაში კარგად ამოდის. მას ბევრი ვერ იმჩნევს".

▪ კამათი მაჯორინისთან: "მე უნდა ვისწავლო, რომ თუ მსურს კარგი მწვრთნელი გამოვიდე ასე არ უნდა მოვიქცე. უკვე მესამე ჯერ ვტოვებ გუნდს მწვრთნელის გარეშე. მეტოქეებთან უნდა ისაუბრო. მოედანზე ფეხბურთელებს შეუძლიათ თქვან რაც კი მოუნდებათ. მე კი, ამის უფლება არ მაქვს. გაძევებას ვიმსახურებდი. კარგი, რომ თავს ვაკონტროლებდი და შეურაწყოფა არავის მივაყენე. სხვადასხვა საიტები ჩემს სიტყვებს აქვეყნებდნენ, თუმცა მე არაფერი მახსოვს. პრესას ტრიბუნაზე არ ავიდოდი, თუ ამის შესახებ მეცოდინებოდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ თამაშის შესახებ ვფიქრობდი".

▪ ბერლუსკონის სიტყვებზე სუსოს შესახებ: "არაფერი მსმენია, თუმცა ბერლუსკონის სიტყვებს პატივი უნდა ვცეთ. მე ჩემს არჩევანს ვაკეთებ, მაგრამ ბერლუსკონის აზრს პატივს ვცემ".

▪ ბიგლიას გოლზე: "უკვე რამდენიმე შეხვედრაა სახიფათოდ ვასრულებთ საჯარიმო დარტყმებს. ჯარიმიდან გაცილებით მეტის გატანა შეგვიძლია. ჩვენ გვყავს რამდენიმე კარგი შემსრულებელი: სუსო, ჩალხანოღლუ, ბიგლია. ამ კომპონენტში მომატება გვმართებს".

▪ "ინტერის" ნოკაუტში გაშვებაზე: "სპალეტის ვეთანხმები, ეს ფეხბურთია და არა ბოქსი. ნერვები ახლა საჭირო არაა. სიმშვიდეა საჭირო. ხვალ მოედანზე "ინტერის" მიმართ პატივისცემით გავალთ, რადგანაც ვიცით, რომ მათ შეუძლიათ დიდი პრობლემები შეგვიქმნან". 
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
"თელავმა" კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი იყიდა
დღეს, 13:29
ვრცლად
ლეგენდარულმა ჰაკუჰომ დღეს ასანოიამას ლამის კარიერა დაუსრულა (ვიდეო)
ლეგენდარულმა ჰაკუჰომ დღეს ასანოიამას ლამის კარიერა დაუსრულა (ვიდეო)
დღეს, 13:08
ვრცლად
საოცარი გამარჯვება და გაგიჟებული ქართველი კომენტატორები - ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ! (ვიდეო)
საოცარი გამარჯვება და გაგიჟებული ქართველი კომენტატორები - ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ! (ვიდეო)
დღეს, 12:46
ვრცლად
რონალდოს გაუპატიურებაში ბრალს დებენ
რონალდოს გაუპატიურებაში ბრალს დებენ
6-11-2019, 23:08
ვრცლად
ვიდეო, რომელმაც 100 მილიონი ნახვა დააგროვა - რა მოუვიდა მებრძოლს ბრძოლისას რინგზე (ვიდეო)
ვიდეო, რომელმაც 100 მილიონი ნახვა დააგროვა - რა მოუვიდა მებრძოლს ბრძოლისას რინგზე (ვიდეო)
6-11-2019, 15:36
ვრცლად
შაკილ ონილის კომენტარი გოგა ბითაძის სტატისტიკაზე, რამაც ამერიკელები აღაფრთოვანა
შაკილ ონილის კომენტარი გოგა ბითაძის სტატისტიკაზე, რამაც ამერიკელები აღაფრთოვანა
6-11-2019, 13:32
ვრცლად
ლაშა ტალახაძე:
ლაშა ტალახაძე:"იცით, რა მითხრა პუტინმა როდესაც საქართველოს...."
5-11-2019, 18:45
ვრცლად
სონიმ ცრემლები ვერ შეიკავა ტრავმის შემდეგ (ვიდეო_=)
სონიმ ცრემლები ვერ შეიკავა ტრავმის შემდეგ (ვიდეო_=)
4-11-2019, 11:37
ვრცლად
ლევანტემ თამაში 9 წუთში შემოატრიალა
ლევანტემ თამაში 9 წუთში შემოატრიალა
2-11-2019, 22:32
ვრცლად
აბაშელმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო
აბაშელმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო
2-11-2019, 22:25
ვრცლად
ბრავოო ! რა გაუკეთა ახლახანს ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს მეტოქეს (ვიდეო)
ბრავოო ! რა გაუკეთა ახლახანს ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს მეტოქეს (ვიდეო)
1-11-2019, 19:14
ვრცლად
"კეთილი იყოს შენი მობრძანება დორტმუნდში" - ნახეთ რა ვიდეო მიუძღვნეს გიორგი ჩაკვეტაძეს
31-10-2019, 23:52
ვრცლად
შურისძიება საუკუნეების შემდეგ ! რა გაუკეთა დავით მოძმანაშვილმა ირანელ მეტოქეს საქართველოში ჩატარებულ ტურნირზე (ვიდეო)
შურისძიება საუკუნეების შემდეგ ! რა გაუკეთა დავით მოძმანაშვილმა ირანელ მეტოქეს საქართველოში ჩატარებულ ტურნირზე (ვიდეო)
31-10-2019, 00:00
ვრცლად
ორი ავტოგოლი? როდესაც კახამ ძმის სიკვდილზე გაიგო, იგი...
ორი ავტოგოლი? როდესაც კახამ ძმის სიკვდილზე გაიგო, იგი..." - ქეცბაიას ემოციური განცხადება
30-10-2019, 23:47
ვრცლად
წყალბურთში დინამო თბილისი დამარცხდა
წყალბურთში დინამო თბილისი დამარცხდა
30-10-2019, 22:36