ბორჯღალოსნებმა ბელგიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

ბორჯღალოსნებმა ბელგიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

0 2019-02-27
ბორჯღალოსნებმა ბელგიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს
2 მარტს ქართველი მორაგბები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-ტრანსილაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შემოგვთავაზებს.

ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას უმასპინძლეს და 29:22 დაამარცხეს. ხოლო 16 თებერვალს რუსეთს ეწვივნენ და 7:64 დათმეს. შედეგად, ისინი 4 ქულით  მე-5 ადგილზე არიან.

ორი კარგი ტესტი

ბორჯღალოსნებმა პირველ ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს და თანაც მთავარი კონკურენტები დაამარცხეს - რუმინეთს კლუჟში 18:9, ხოლო ესპანეთს თბილისში 24:10 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვებები ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით და ხუთი დებიუტანტით მოიპოვა, რაც მილთონ ჰეიგის კმაყოფილებას იწვევს:

„ახლა რომ ვუყურებ, ორი ძალიან კარგი ტესტი/გამოცდა გვქონდა, სწორედ ისეთი, როგორიც გვჭირდებოდა. ვნახეთ ახალგაზრდა ბიჭები, ახალი სახეები, რამდენად შეძლებდნენ საჭირო დონეზე თამაშს. ამავდროულად, მივიღეთ ის, რაც გვსურდა - მოვიგეთ ორივე თამაში!“

„რუმინეთთან, მით უმეტეს სტუმრად მოგება, ყოველთვის რთულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუმინელებმა ჩვენთან თამაშისთვის საფრანგეთიდან ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმეს. ამან დაგვანახა, რომ ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს მაღალ, საერთაშორისო დონეზე თამაშის უნარი შესწევთ“.

„ესპანეთს ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ძლიერი ქარის ფონზე ვეთამაშეთ. ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებებში მოვიკოჭლებდით და ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქარი ბურთს მიმართულებას მკვეთრად უცვლიდა და ასეთ დროს თამაში ძალიან რთულია“.

ხუთი დებიუტანტი ორ მატჩში

ჰეიგმა განვლილ ორ მატჩში ხუთი დებიუტანტი გამოსცადა - ბექა საღინაძე, დავით გიგაური და ვანო კარკაძე რუმინეთთან, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ჯავახია ესპანეთთან:

„დებიუტანტებმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს. გუნდში კვლავ არიან გამოძახებული საღინაძე, გიგაური და კარკაძე. კმაყოფილი ვართ ჯავახიათი და ქერდიყოშვილით. ამ უკანასკნელმა უდიდესი შრომისმოყვარეობა გამოავლინა და როდესაც შანსი მიიღო, ის ძალიან კარგად გამოიყენა. მან სადებიუტი მატჩში ლელო მიითვალა. ესპანეთთან მეორე შეხვედრა ჩაატარა და ლელო გაიტანა გიგაურმა. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს, რომ ორივე მეორე ხაზელია. ზაფხულსა და ნოემბერში ამ პოზიციაზე თითქოს დამაჯერებლად არ გამოვიყურებოდით, ახლა კი თავს კომფორტულად ვგრძნობთ“.шаблоны для dle 11.2
ვრცლად
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
21-08-2019, 22:49
ვრცლად
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
19-08-2019, 23:55
ვრცლად
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
19-08-2019, 23:52
ვრცლად
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
18-08-2019, 16:42
ვრცლად
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
18-08-2019, 16:40
ვრცლად
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
18-08-2019, 16:38
ვრცლად
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
18-08-2019, 16:34
ვრცლად
რონალდუმ ტრავმა მიიღო
რონალდუმ ტრავმა მიიღო
18-08-2019, 16:31
ვრცლად
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
18-08-2019, 13:47
ვრცლად
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
18-08-2019, 13:44
ვრცლად
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
18-08-2019, 13:41
ვრცლად
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
18-08-2019, 13:39
ვრცლად
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
18-08-2019, 13:38
ვრცლად
ედენ აზარი ტრავმირებულია
ედენ აზარი ტრავმირებულია
17-08-2019, 02:39
ვრცლად
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
17-08-2019, 02:35