კალაძე: მილანი უფრო და უფრო უმატებს. ინტერვიუ დელო სპორტთან

კალაძე: მილანი უფრო და უფრო უმატებს. ინტერვიუ დელო სპორტთან

0 2019-02-27
კალაძე: მილანი უფრო და უფრო უმატებს. ინტერვიუ დელო სპორტთან
თბილისის მერი, ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მილანში იმყოფებოდა, სადაც იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრას დაესწრო „მილანსა“ და „ემპოლის“ შორის.

ვეტერან ქართველ ფეხბურთელთან, რომელსაც „როსონერიში“ 2001-2010 წლებში უთამაშია (მერე იყო „ჯენოაც“ 2010-2012), Gazzetta Dello Sport-მა ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი მთლიანად ლომბარდიულ გრანდში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო.

კალაძის განცხადებით, „მილანის“ პროგრესი თვალშისაცემია და ეს ჯენარო გატუზოს დამსახურებაა, რომელმაც გუნდში დიდი სამუშაო შეასრულა.

- პარასკევ საღამოს ტრიბუნაზე იყავით. ისიამოვნეთ?

- შესანიშნავი იყო. გუნდმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ამ სეზონში პირველად ვნახე ცოცხლად „მილანის“ თამაში, ხოლო ტელევიზიით ყველა თამაშს ვუყურებ. ყოველთვის შესამჩნევია პროგრესი: თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება.

- ყველაზე მეტად რა არის გამოსარჩევი?

- განსაზღვრულობა და სიმტკიცე. გუნდი თავს კარგად იცავს და შეტევაში ცივსისხლიანად თამაშობს.

- რამდენადაა ეს გატუზოს დამსახურება?

- მისი შექმნილია ეს თამაში, მან ჩამოაყალიბა ეს ჯგუფი, რომელიც გასახდელში მუშაობს. გადამწყვეტი ასპექტია, რადგან ფეხბურთელებს ეხმარება მოედანზე. თავდასხმა ნახევარდაცვასთან და ნახევარდაცვა დაცვასთან კარგ კავშირშია.

- ელოდით თუ არა გატუზოს წარმატებას ახალ კარიერაში?

- არ მეგონა, რადგან არ ვსაუბრობთ ისე ხშირად, როგორც თანაგუნდელობის დროს. მან თავისი გზა აირჩია და კარგად მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში. მის გამო ბედნიერი ვარ, რინოს შეუძლია „მილანის“ ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა, თუნდაც მესამე ადგილით. გარდა ამისა, იტალიის თასზეც წარმატებით თამაშობს.

- სხვა თანაგუნდელების, ლეონარდოსა და მალდინის შესახებ რას ფიქრობთ?

- ლეომ და პაოლომ მენეჯერის პოზიციიდან გუნდს სტაბილურობა შემატეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა. ისინი პირველ რიგში რინოს ეხმარებიან. ვიცი, რომ ელიოტს სურს დიდი ინვესტიცია, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დამატება და „მილანის“ სწრაფად დაბრუნება ტოპ გუნდებში.

- პიონტეკი უკვე ერთ-ერთი ასეთია?

- ის ძალიან კარგია და კიდევ მოუმატებს. „ჯენოაში“ ვუყურებდი და ახლა „მილანში“, გაიზარდა და პროგრესი ისევ შეუძლია. უცხოეთიდან სერია A-ში ადაპტირება რთულია, განსაკუთრებით თავდამსხმელისთვის. პიონტეკს სწორი დამოკიდებულება აქვს, რადგან სულ ჩასაფრებულია. იტანს გოლს, ეხმარება გუნდს, დაცვასაც. ახალგაზრდაა და შეუძლია ძალიან მაღალ დონეს მიაღწიოს. მე მითამაშია დიდი თავდამსხმელების წინააღმდეგ, რომლებიც ისტორიაში დარჩნენ. რონალდო ვერ გახდება, მაგრამ შეუძლია დიდი თავდამსხმელი გახდეს.

- მალე დაბრუნდებით „სან სიროზე“ გატუზოს საქომაგოდ?

- რინოს ტელეფონით ვუკავშირდები და მესიჯებს ვუგზავნი. როგორც კი შესაძლებლობა მექნება დავრუნდები, მაგრამ საქართველოში, როგორც თბილისის მერი ძალიან დაკავებული ვარ. დღეს თითქმის მილიონნახევარი ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობა მაკისრია. ბევრი პრობლემაა და ვცდილობთ, რომ გადავჭრათ ახალი პროექტებით. გვინდა, ხალხი უფრო ბედნიერი იყოს.

- რომელი პროექტებია და ყველაზე დიდი ძალისხმევა რას სჭირდება?

- ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. გზების რეკონსტრუქცია და რაც მთავარია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე გვინდა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა ქალაქში. ყველა ინიციატივა, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით და ამასთან ერთად გვინდა ევროპის ყურადღება მივიპყროთ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
გადაწყვეტილია - ხაბიბ ნურმაგომედოვის მეტოქე ქართველი მებრძოლი იქნება
გადაწყვეტილია - ხაბიბ ნურმაგომედოვის მეტოქე ქართველი მებრძოლი იქნება
12-10-2019, 23:47
ვრცლად
როგორ გამოეხმაურა დღეს კონორ მაკგრეგორი ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრას
როგორ გამოეხმაურა დღეს კონორ მაკგრეგორი ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრას
12-10-2019, 23:41
ვრცლად
სკანდალი - რატომ გამოვა ლევან საგნიაშვილი ამიერიდან ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით
სკანდალი - რატომ გამოვა ლევან საგნიაშვილი ამიერიდან ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით
11-10-2019, 21:41
ვრცლად
"ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს" - ლევან საგინაშვილი ფედერაციის განცხადებას გამოეხმაურა
11-10-2019, 18:41
ვრცლად
მოკრივე ავთანდილ ხრუციძე ამერიკის ციხიდან სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს
მოკრივე ავთანდილ ხრუციძე ამერიკის ციხიდან სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს
11-10-2019, 18:22
ვრცლად
რონალდუს მიერ ყოველ 1 წუთში გამომუშავებული თანხა საქართველოში საშუალო ხელფასის ტოლია
რონალდუს მიერ ყოველ 1 წუთში გამომუშავებული თანხა საქართველოში საშუალო ხელფასის ტოლია
7-10-2019, 23:53
ვრცლად
უსინათლო ზვიად გოგოჭური ტატამზე მსაჯის დახმარებით გამოვიდა და წამებშივე სასწაული შემოგვთავაზა (ვიდეო)
უსინათლო ზვიად გოგოჭური ტატამზე მსაჯის დახმარებით გამოვიდა და წამებშივე სასწაული შემოგვთავაზა (ვიდეო)
7-10-2019, 23:32
ვრცლად
გენომ რუსეთი დაიპყრო ! რა გაუკეთა პეტრიაშვილმა რუს მეტოქეს (ვიდეო)
გენომ რუსეთი დაიპყრო ! რა გაუკეთა პეტრიაშვილმა რუს მეტოქეს (ვიდეო)
6-10-2019, 23:18
ვრცლად
"ნიკაპი ჩამოუვარდა" - აფრიკელის რეაქცია მამუკა გორგოძის მომენტებზე (ვიდეო)
6-10-2019, 15:04
ვრცლად
MMA-ს ქართველი მებრძოლის გიგა კუხალაშვილის სკანდალური ვიდეო
MMA-ს ქართველი მებრძოლის გიგა კუხალაშვილის სკანდალური ვიდეო
6-10-2019, 15:00
ვრცლად
მექსიკელი სპორული ჟურნალისტი, რომლის რეპორტაჟებსაც მილიონობით მამაკაცი უყურებს (ფოტოგალერეა)
მექსიკელი სპორული ჟურნალისტი, რომლის რეპორტაჟებსაც მილიონობით მამაკაცი უყურებს (ფოტოგალერეა)
6-10-2019, 14:43
ვრცლად
მებრძოლმა გოგონამ ვერ მოითმინა და მეტოქეს აკოცა, სანაცვლოდ სახეში მწარე სილა მიიღო (ვიდეო)
მებრძოლმა გოგონამ ვერ მოითმინა და მეტოქეს აკოცა, სანაცვლოდ სახეში მწარე სილა მიიღო (ვიდეო)
5-10-2019, 00:31
ვრცლად
ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ
ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ
4-10-2019, 17:11
ვრცლად
კურტუას მწვრთნელი: “შესაძლოა, ტიბოს “დე ხეას სინდრომი” სჭირდეს”
კურტუას მწვრთნელი: “შესაძლოა, ტიბოს “დე ხეას სინდრომი” სჭირდეს”
4-10-2019, 00:25
ვრცლად
რომელ ადგილზე გადაინაცვლეს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში ფიჯისთან განადგურების შემდეგ
რომელ ადგილზე გადაინაცვლეს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში ფიჯისთან განადგურების შემდეგ
3-10-2019, 13:29