კლოპის ვერდიქტი | ლივერპულის თავკაცმა მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა

კლოპის ვერდიქტი | ლივერპულის თავკაცმა მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა

0 2019-02-24
კლოპის ვერდიქტი | ლივერპულის თავკაცმა მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში "ლივერპული" გასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :
მოპოვებული 1 თუ დაკარგული 2 ქულა ?
ორივე. ერთი ქულით მეტი გვაქვს და ეს კარგია. ვფიქრობ, მატჩამდე ხალხი თვლიდა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი დრო "იუნაიტედთან" სათამაშოდ, მათი ფორმიდან გამომდინარე. შეხვედრა სწორედ ისე დავიწყეთ, როგორც გვსურდა. შემდეგი კი ტრავმების ეპიდემია დაიწყო. თამაში ბევრჯერ შეწყდა და ამ ყველაფერმა ჩვენს ტემპზეც იქონია გავლენა. უცნაური თამაში იყო, რადგან აშკარად აკლდა სისწრაფე. პირველი ნახევარი კარგი იყო. მინდა აღვნიშნო ალისონის სეივიც. მეტოქე სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებს, ამიტომაც 100%-ით ვიყავით კონცენტრირებულნი. ცხადია, საკუთარი თავისგან უფრო მეტს ვითხოვთ. ისე ჩანდა, რომ თუ ისე განვაგრძობდით თამაშს, როგორც დავიწყეთ, აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ ეს ვერ შევძელით.

რატომ ვერ შეძლო "ლივერპულმა" მეტოქის იძულებითი ცვლილებებით სარგებლობა...
ჩვენ რიტმი დავკარგეთ. დავკარგეთ ბობიც, რაც საერთოდაც არ დაგვეხმარა. ვიტყოდი, რომ თუ "იუნაიტედი" ოპტიმალური შემადგენლობით იქნებოდა, სრულიად სხვა მატჩს ვიხილავდით. ცვლილებებმა კი მთლიანად მატჩი შეცვალა. წარმოდგენაც კი არ მაქვს რა მოხდა დღეს. დღეს ნაჩვენები თამაში ამ სტადიონზე ქულის ასაღებად საკმარისი იყო, ვგრძნობთ, რომ უფრო მეტიც კი შეგვეძლო. ოთხშაბათს "უოტფორდს" ვეთამაშებით - გუნდს, რომელიც ძალიან თავდაჯერებულია, რადგან "კარდიფს" 5 გოლი გაუტანა. მზად უნდა ვიყოთ და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
არის თუ არა იმედგაცრუებული სალაჰის თამაშით...
აქ ამისთვის არ ვარ, ჩემი მიზანია დავეხმარო ფეხბურთელებს თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში. მე ვიცნობ ბიჭებს, მათ სურთ მოგება, მაგრამ ზოგჯერ ეს არ გამოდის. დღეს მეტოქეს საშუალება მივეცით, სრულიად სხვა ფორმაციითაც კი ადვილად დაეცვა თავი. ბრმები არ ვართ, ამას ვხედავთ. მატჩამდე შესაძლოა "იუნაიტედი" ფავორიტიც კი იყო, შემდეგ ვნახე მათი შემადგენლობა და დანაკლისის მიუხედავად, ის მაინც კარგი იყო. შემდეგ კი თავადაც ნახეთ რაც მოხდა. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ზოგჯერ, მიღებულ ინფორმაციას სწორად ვერ ვიყენებთ. საუკეთესო შემთხვევაში, ამ გამოცდილებიდან რაიმეს სწავლობ მაინც და ჩვენც სწორედ ამას გავაკეთებთ. მომომ იცის, რომ უკეთ შეუძლია თამაში. ორი კვირის წინ, "ბორნმუთთან" ის საოცარი იყო. "ბაიერნთან" კი მის წინააღმდეგ ალაბა იდგა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. დღეს, ლინდელოფმა და შოუმ საქმე ბრწყინვალედ შეასრულეს. ახლა უკვე აღარ მაინტერესებს ეს მატჩი, რადგან ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობ. დღეს მოედანზე მოსაგებად გავედით, ტოპ გუნდმა კი დაცვითი თამაში დაგვიპირისპირა. ვიცი ხალხი იტყვის, რომ "სიტი" სხვაგვარად მოქმედებს, მაგრამ მე ასეთ შედარებებს არ ვაკეთებ, ჩვენ საკუთარი გზით უნდა მოვიგოთ. მესმის, რომ ბოლო კვირებში ბევრი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ მაინც ვართ იქ, სადაც ვართ...
ცხრილის სათავეში ყოფნა...
მომომ ამ კვირაში თქვა : "რა თქმა უნდა, წნეხის ქვეშ ვართ", ცხადია, ეს სიმართლეა. ჩვენ ასეთი მომენტებისგან უნდა ვისწავლოთ. ოთხშაბათს კიდევ ერთი მატჩი გველის, შემდეგ კი დერბია, რომელიც ყოველთვის ძალიან ემოციურია. მოდით დავრწმუნდეთ, რომ ამ სიტუაციას შეძლებისდაგვარად კარგად გამოვიყენებთ. დღეს არ ვიყავით საკმარისად კარგები, მაგრამ ამ სტადიონზე უფრო მეტჯერ დავმარცხდით, ვიდრე ქულა ავიღეთ. ახლა კი ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ უნდა მოგვეგო - ასე იყო "ბაიერნთანაც".шаблоны для dle 11.2
ვრცლად
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
21-08-2019, 22:49
ვრცლად
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
19-08-2019, 23:55
ვრცლად
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
19-08-2019, 23:52
ვრცლად
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
18-08-2019, 16:42
ვრცლად
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
18-08-2019, 16:40
ვრცლად
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
18-08-2019, 16:38
ვრცლად
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
18-08-2019, 16:34
ვრცლად
რონალდუმ ტრავმა მიიღო
რონალდუმ ტრავმა მიიღო
18-08-2019, 16:31
ვრცლად
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
18-08-2019, 13:47
ვრცლად
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
18-08-2019, 13:44
ვრცლად
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
18-08-2019, 13:41
ვრცლად
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
18-08-2019, 13:39
ვრცლად
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
18-08-2019, 13:38
ვრცლად
ედენ აზარი ტრავმირებულია
ედენ აზარი ტრავმირებულია
17-08-2019, 02:39
ვრცლად
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
17-08-2019, 02:35