ესპანური ტელევიზიის
"Telemadrid"-ის ინფორმაციით, მარსელოს მადრიდის "რეალის" დატოვება განუზრახავს.როგორც , დღეს გახდა ცნობილი , რომ უკვე მარსელო რეალის ხელმძღვანელობას ორჯერ შეხვდა და რონალდოსთან თამაშის სურვილი გამოუთქვამს.30 წლის ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" დატოვებას გასული ზაფხულიდან უწინასწარმეტყველებენ და დიდი ხანია უკვე სხვადასხვა მედია საშუალებები მარსელოს ტრანსფერს რონალდოს უკავშირებენ . მარსელომ ამ თემასთან დაკავშირებით მედიას განუცხადა : "მე ბედნიერი ვარ მადრიდში, ხალხმა იცის, რომ ეს ჩემი სახლია. კონტრაქტში კიდევ მაქვს დრო დარჩენილი და აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ. ბევრი ნონსენსი მინახავს ჩვენს კლუბში, მაგრამ როგორც ვთქვი, ვინისიუსის მსგავსად ენერგიით აღსავსე ვარ და დადებითად ვარ განწყობილი, თავს ისე ვგრძნობ როგორც 18 წლისა, აქ ბოლომდე დავრჩები." ამ ინტერვიუს შემდგომ, მარსელოს სიტუაცია მადრიდში კვლავ შეიცვალა. ბრაზილიელმა სასტარტო შემადგენლობაში სერხიო რეგილონთან კონკურენცია წააგო. 22 წლის რეგილონი რეგულარულად ხვდება "ლოს ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში. ამის ფონზე, მარსელოს ურთიერთობა სანტიაგო სოლარისთან გაუარესდა და მიმდინარე სეზონში არცთუ გამორჩეული ასპარეზობის ფონზე, ბრაზილიელისადმი მიმართულმა კრიტიკამ იმატა.
რიგი იტალიური წყაროები იუწყებიან, რომ "იუვენტუსი" მადრიდის "რეალს" მარსელოს სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაუხდის და ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტურინული კლუბი მარსელოს წელიწადში 12 მილიონ ევროს გადაუხდის.
თუმცაღა, "ლოს ბლანკოსს" ეს თანხა არ აკმაყოფილებს და მარცხენა მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს. ეს ინფორმაცია კი "transfermarkt.com"-ს ეკუთვნის. აღნიშნულ ვებგვერდზე ბრაზილიელი მარსელო ჟორდი ალბასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველია.
шаблоны для dle 11.2