მილანი" "სან სიროზე" "ემპოლის" დაუხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.
"პაკეტასა და ბაკაიოკოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, რადგან "ემპოლი" თავს კარგად იცავდა. ძალიან გავბრაზდი, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი კარგად განვითარდა."
"ვალდებულები ვართ, რომ გულშემატკივრები არ გავაწბილოთ. ცამეტი მატჩი დარჩა და სეზონის ბოლოს სასურველ ადგილზე უნდა ვიმყოფებოდეთ. ცხრილს არ ვუყურებ. როცა "მილანის" სახელით მოედანზე გადიხარ, ყველა შეხვედრა უნდა მოიგო. მხოლოდ ამ მუხტით უნდა თამაშობდე."
"ბაკაიოკოს მაგალითით მტკიცდება, რომ თუ ფეხბურთელი ბევრს იმუშავებს წარმატების მიღწევა შეუძლია. პიონტეკი მას ნდობა სჭირდება და ჩემგან ამას იღებს. გაბრაზებული სახეები კარგია. ვინც სათადარიგოთა სკამზე ზის და ბედნიერია ფეხბურთელად არ ვთვლი."
"ყველას პატივს ვცემ, თუმცა არის შედარებები, რის მიხედვითაც ძირითად შემადგენლობას ვარჩევ. ზოგიერთი ჩემი ბიჭი გაბრაზებულია, თუმცა ყველა მათგანი ერთმანეთს პატივს სცემს, სხვანაირად წარმატება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია რომ ამ გაბრაზების შესახებ მე დამელაპარაკონ, და ასეც ხდება. ვიცი ვის რა აწუხებს და სათანადო პასუხსაც ვცემ."
"რამდენიმე თვის წინ შეცდომა დავუშვი როცა ორი თავდამსხმელით თამაში გადავწყვიტე, ზედმეტად პროგნოზირებადები ვიყავით და მეტოქეს ბევრ სივრცეებს ვუტოვებდით. გულშემატკივრებს არაფერს ვპირდები გარდა იმისა, რომ ეს ბიჭები ახლო მომავალში დიდ ფეხბურთს ითამაშებენ." - განაცხადა რინომ.
шаблоны для dle 11.2