22 თებერვალს გერმანიაში დიუსელდროფის გრან სლემი დაიწყება, რომელზეც საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით იასპარეზებს.
ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებს ორი სპორტსმენი გამოკლდა. ვარჯიშზე მიღებული ნეკნის ტრავმის გამო დიუსელდორფის გრან სლემზე ვერ იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი (66), ხოლო გიორგი პაპუნაშვილი (90) ნაკრებს ფეხის ტრავმის გამო გამოაკლდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი;
-66 კგ: გიორგი გუგულაშვილი;
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი;
-81 კგ: ბექა დოღვანი, გიორგი კაციაშვილი;
-90 კგ: ავთანდილ ჭრიკიშვილი;
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური;
+100 კგ: ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი.
шаблоны для dle 11.2