უკვე ყოფილმა პრესამსახურის უფროსმა, ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის კლუბის თანამშრომელი აღარ იყო.
მიზეზების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ გუნდის ახალმა ინვესტორმა თანამშრომელი გაათავისუფლა, ამის შესახებ სრული ინტერვიუ ედო ბადალაშვილმა "დეილი ინფოსთან" გააკეთა.
იქამდე სანამ დავიწყებთ , გვინდა ავღნიშოთ Sportery.Ge-ს რედაქციამ , რომ მისი დამსახურებით ქუთაისურ კლუბს საქართველოში ერთ-ერთი გამართული და საუკეთესო პრესამსახური ჰყავდა, რომელიც მედიის წარმომადგენლებთან ძალიან კარგად მუშაობდა , მათ შორის ჩვენთან და მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქუთაისის ტორპედოს განვითარებისთვის .
„რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებმა მედიის მეშვეობით გაავრცელეს ამბავი, რომ კლუბში ფინანსური პრობლემებია, კლუბის პრეზიდენტი ხელფასს არ იხდის, იტყუება და ა.შ. მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა: დაგვიანება ხელფასზე მართლაც იყო, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ ფეხბურთელებს დაგვიანება კი არა, ტყუილი აღიზიანებთ. მაგალითისთვის, მათ ეუბნებიან რომ ხელფასი 3 დღეში იქნება... 10 დღე გავა და არ არის. ეუბნებიან კიდევ 2 დღე - გავა ის ორი დღე და ისევ არ არის.მთელი წელი ასე გრძელდება.
მედიაში გავრცელებული სტატიებიდან 2-3 დღეში დაგვერიცხა სრული ხელფასი. აღსანიშნავია, რომ ეს წელს პირველი სრული ხელფასი იყო - მანამდე გარკელ პროცენტს ვიღებდით. ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა მოისურვა იმ ფეხბურთელების ვინაობის გარკვევა, რომლებმაც ინფორმაცია მედიაში გაავრცელეს.ხაზგასასმელია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იყო მთელი გუნდის პოზიცია და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის. როგორც პრესსამსახურის უფროსს და საზოგადოებასთან ურთირთობის მენეჯერს, მითხრეს, რომ ოფიციალურ გვერდზე უნდა გამომექვეყნებინა განცხადება. განცხადებაში კლუბი ბრალს სდება ჟურნალისტებს ცილისწამებაში, ხოლო ფეხბურთელებს ლაჩრებს უწოდებდა“, - აღნიშნა ედო ბადალაშვილმა.
шаблоны для dle 11.2