ბითაძემ ტრავმა მიიღო

ბითაძემ ტრავმა მიიღო

0 2019-02-11
ბითაძემ ტრავმა მიიღო

ადრიატიკის ლიგის მე-19 ტური დანავსული გამოდგა გოგა ბითაძისთვის. ქართველი კალათბურთელის “ბუდუჩნოსტი” ბელგრადში “პარტიზანთან” 67:76 დამარცხდა, ბითაძემ კი ტრავმა მიიღო და მოედანზე მხოლოდ 03:22 წუთი გაატარა.

გოგა ბურთის მოხსნისთვის იბრძოდა, როდესაც დახტომისას ფეხი უხერხულად დადგა და სათადარიგოთა სკამზე კოჭლობით გადაინაცვლა. აღნიშნულ მცირე დროში ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და აქტივში 2 მოხსნაც ჰქონდა. თუ რამდენად სერიოზულია 19 წლის ქართველი ლეგიონერის ტრავმა, ჯერჯერობით, უცნობია.
პოდგორიცელებს 13 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს სწორედ “პარტიზანთან” ინაწილებენ. ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი მე-20 ტურის შეხვედრას 4 მარტს, შინ, ხორვატულ “ზადართან” ჩაატარებს.


шаблоны для dle 11.2