გორან პანდევი მიიჩნევს, რომ მაკედონიელებს უკეთესი გუნდი ჰყავთ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ისინი ითამაშებენ.
“როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა იყო. 20 წელია ნაკრების ღირსებას ვიცავ და ახლა მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, 90 წუთი გვაშორებს ევროპის ჩემპიონატამდე. ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ეს ჩვენთვისაც და საქართველოს ნაკრებისთვისაც ისტორიული შანსია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დარწმუნებული ვარ, მეტოქეს დავამარცხებთ”, – განაცხადა პანდევმა.
шаблоны для dle 11.2